მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე

გამოქვეყნდა:

მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ასე აფასებს ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტიებას.

თამარ სულაძე ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა მიღებული და პროცესი მთლიანად ფარსი იყო

როცა პროკურორები ლაპარაკობდნენ დიდი ინტერესით უსმენდა და როცა ადვოკატები ლაპარაკობდნენ, რაღაცაში იქექებოდა და არც კი უსმენდა წესიერად, იმიტომ, რომ იმას უკვე წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რაც მერე გააჟღერა. ახლა აპელაციას შევიტანთ, მაგრამ, რა ისევ მაგათთან უდნა შეიტანო. სასამართლო არ გვაქვს... უსამართლობის ზეიმია ჩვენს სახელმწიფოში, დავალება აქვთ ზევიდან, შუშის სასახლეში ზევსი რომ ბინადრობს იმისგან. არ იცით ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას? - უფრო სწორად, ისიც არ მართავს, იმას მართავს მოსკოვიდან, კარგად ვიცით ვისი კაციცაა - ამბობს თამარ სულაძე

მოსამართლემ დღეს, 30 ნოემბერს 214 ადამიანის თავდებობა არ გაითვალისწინა და დაკავებული მეცნიერები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.  პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი