ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.
"საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და ერთპიროვნულად ლიდერობს" - წერს კალათბურთის ფედერაცია Facebook-ის გვერდზე.
აქვე გეტყვით, რომ, გუშინ, 29 ნოემბერს, ფინეთში, ესპოოს "მეტრო არენაზე" ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გუნდმა ფინეთი 91:85 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს 27 ქულა შესძინა.