ჯანდაცვა პანდემიას მოპედებით შეებრძოლება - 80 მილიონიანი სესხის გაუმჭვირვალე ხარჯვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19 -თან ბრძოლა მოტოციკლებითა და მოპედებით გადაწყვიტა. 

მთავრობა მილიონ 500 ათას დოლარს ნასესხები ფულიდან ამაში დახარჯავს.  

ზუსტად არავინ იცის რისთვის და რამდენ მოპედს შეიძენენ, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე ვითარებაა- სასწრაფო სამედიცინო ცენტრები და კლინიკები გადატვირთულია, მსგავსი ტიპის შესყიდვებს ეჭვის ქვეშ აყენებენ და გაუმართლებლად მიიჩნევენ სპეციალისტები

რაში გვჭირდება მილიონ ნახევარი დოლარის მოპედები, ამ კითხვაზე ეკატერინე ტიკარაძე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს და ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის შესყიდვების ნაწილი მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებითაა განხორციელებული.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, გიორგი ჩალაძეს კითხვები აქვს მსოფლიო ბანკიდან ნასესხები 80 მილიონი დოლარის ხარჯვის ნაწილში. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე უკვე ატვირთულია მონაცემები და ხელშეკრულებები, რომელთა უმრავლესობა მთავრობამ ე.წ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმა და ეს წინასწარ ფასთა მოკვლევის გარეშე გააკეთა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მსოფლიო ბანკის სესხიდან კოლოსალურ თანხას სახელმწიფო ფინანსურ მენეჯერებსა და სპეციალისტებს გადაუხდის. როგორც ჩანს, სესხის უდიდესი ნაწილი ხელფასებში დაიხარჯება.

  • შესყიდვების მენეჯერისთვის 72 ათასი დოლარია გათავლისწინებული, 
  • ფინანსურ მენეჯერისთვის 60 ათასი 
  • შესყიდვების სპეციალისტისთვის 52 ათასი დოლარი

ეკონომისტები ამბობენ რომ როგორც წესი ერთ პირთან მოლაპარაკების დროს სახელმწიფო კორუფციული გარიგეგებით ცდილობს ფულის სათავისოდ გახარჯვას. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი