წიგნები მკითხველის გარეშე - მკითხველამდე მისასვლელი რთული და გრძელი გზა

გამოქვეყნდა:

ახალი თუ ძველი წიგნები ჯერჯერობით იბეჭდება, თუმცა მკითხველამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთული და გრძელია. მყიდველები წიგნის მაღაზიებთან მიდიან და უკან ბრუნდებიან, მათ კარებზე "დაკეტილია" ხვდებათ  წარწერა იმედით რომ ერთმანეთს წიგნი და მკითხველი ისევ შეხვდება. 

იმიტომ რომ წიგნების მაღაზიები ისევ მკითხველების ხარჯზე და მათი გულისთვის არსებობს და იმ შემთხვევაში თუ ეს სივრცეები ისევ ცარიელი იქნება და წიგნებს მტვერი დაედება - ეს არა მხოლოდ ქვეყნის წიგნიერებაზე, არამედ იმ თითოეული ადამიანის შემოსავალზეც აისახება, ვინც ამ სფეროში მუშაობს და მოღვაწეობს. 

გაუჭირდებათ თანამშრომლების შენახვა, ქირის გადახდა, ახალი წიგნების გამოცემა, უცხოური პუბლიკაციების თარგმნა - რეზერვიც უკვე ამოწურეს, პირველი ჩაკეტვის დროს, გაზაფხულზე. ახლა კი ამბობენ, რომ ამ სექტორისთვის ხელისუფლებამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრით მთავრობას მკითხველსა და წიგნებს შორის შეეძლოთ კარი არ დაეკეტა. 

ჯერ ვერც იმას ამბობენ გააგრძელებს თუ არა 12 წლიანი ისტორიას "წიგნები ვაკეში". დაახლოებით ერთი კვირის წინ ამ სივრცეში ახალი წიგნები ინგლისიდან ჩამოვიდა, ელოდებოდნენ სხვა ქვეყნებიდანაც. ფიქრობდნენ,  რომ უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული პუბლიკაციების საფასურს მალე გადაიხდიდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ იციან ამას როგორ შეძლებენ, მით უმეტეს რომ ვირტუალურ სივრცეში წიგნების გაყიდვებით მცირე ბიზნესი მხოლოდ ზარალში მიდის. 

გადაიტანენ თუ არა ამ ზამთარს ონლაინ რეჟიმში საქართველოში ლიტერატურის პატარა კუნძულები, რომლებიც წლები ცდილობდნენ, თავისუფალი ტერიტორია დამოუკიდებლად შეენარჩუნებინათ?! თუ შეძლებს ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის კონტროლს?

ქართული წიგნი და მთლიანად საგამომცემლო სექტორი მხოლოდ მკითხველების იმედადაა დარჩენილი. წიგნის მაღაზიების მფლობელები ხელისუფლება  მოუწოდებენ - წიგნის მაღაზიებისთვის შეღავათებზე იფიქრონ, მკითხველს კი  მიმართავენ თხოვნით - შეიძინონ წიგნები ამ ეტაპზე ვირტუალურ სივრცეში.  

თუმცა წიგნის მაღაზიაში მის შეძენას რა ხიბლი აქვს, ამას მხოლოდ ის ადამიანი მიხვდება ვისაც წიგნი ერთხელ მაინც უყიდია წიგნების გარემოცვაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი