ზემოდან დავალებული  უსამართლო გადაწყვეტილება - თამარ სულაძე კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმე, რომ პოლიტიკურია და კონკრეტული პირების ინტერესებშია მათი პატიმრობა, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ადვოკატები და ოჯახის წევრებიც გუშინდელი პროცესის შემდეგ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 თვით ისევ პატიმრობაში რჩებიან, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც მათი გათავისუფლების თაობაზე 214 ადამიანის თხოვნა, რომლებიც ბრალდებულებს თავდებში უდგებოდნენ.

"სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან უსამართლო იყო, არ მოველოდი, რაც დავალება აქვთ მიცემული იმას ასრულებენ. როცა მოსამართლე გამოვიდა და წაიკითხა ეს ყველაფერი, თითქმის, სიტყვა-სიტყვით იგივე იყო, რაც პროკურორმა თქვა. წინასწარ დაწერილი ჰქონდათ ეტყობა ის, რაც უნდა გამოეცხადებინათ", - ამბობს თამარ სულაძე, ივერი მელაშვილის ცოლი. 

 ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს. მისი თქმით, ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს ეს საქმეც შემოუბრუნდება.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამრთლოში გასაჩივრეას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.  პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი