დღევანდელი, პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 303 გახდა.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.