ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 117 560 გახდა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 759 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 139 343 
  • გამოჯანმრთელებულია - 117 560 
  • გარდაცვლილია - 1 303 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 366
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი