სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – აქცია ხობში

გამოქვეყნდა:

ხობში, ესტატე შუშანიას სახელობის სკოლის პედაგოგები, დირექტორის, კობა კვიკვინიას უფლებამოსილების შეჩერებას აპროტესტებენ. მათი თქმით, კობა კვიკვინიამ წინასაარჩევნოდ არ შეასრულა ხელისუფლების დავალება, რომ  ხმები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოეგროვებინა და ამის გამო ისჯება.

"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პედაგოგების კოლექტივმა მოიწვია სოფლის რწმუნებული, რომელმაც შეხვედრაზე უარი თქვა და მოაყოლა ისიც, რომ მე თუ დირექტორს მხარს დავუჭერ თანამდებობიდან მომხსნიანო", – ამბობს სკოლის წინ გამართული აქციის მონაწილე.

ხობში ამბობენ, რომ კობა კვიკვინიამ "ქართული ოცნების" წევრის, დაჩი ბერაიას ბიუროში მხარდამჭერთა სია არ წარადგინა, რის გამოც ის "ოცნების" შტაბში დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით, სკოლის დირექტორები თანამდებობიდან, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაათავისუფლეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი