შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე - კლინიკიდან ორმა მძარცველმა თანხა წაიღო

გამოქვეყნდა:

გუშინ, 30 ნოემბერს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეიჭრა. მათ დაცვის თანამშრომლებს ჩაკეტილი კარის გაღება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ცეცხლი გახსენს, რის შედეგადაც შენობის ინვენტარი დაზიანდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაც შეეხება წაღებულ თანხას, წინასწარი ინფორმაციით მძარცველებმა 3 500 ლარი წაიღეს.

"ორი ადამიანი იყო, თანამშრომელს კარის გაღება მოსთხოვეს, როცა დაცვის თანამშრომელმა მათი გამოკითხვა დაიწყო მოახდინეს სამი გასროლა. დაზიანდა კლინიკის ქონება, ჩაიმსხვრა შუშა, გააღეს კარი, შემოვიდნენ და თანხა წაიღეს. ზუსტად რაოდენობას ითვლიან", - ამბობს კლინიკის პიარი, ნინო კილაძე.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. 

ჯერ მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი