ოროსანმა ტიკარაძემ პანდემია ააფეთქა, გადმორიცხული მილიონებიდან კი 1 თეთრი არ დახარჯულა - აქტივისტები

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა წუხანდელი ღამე პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარავში გაატარა. მათი მთავარი მოთხოვნები ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

პროტესტის მოაწილეები ხელისუფლებას იმ ადამიანების დროული დახმარების მოთხოვნითაც მიმართავენ, რომლებიც კოვიდპანდემიის ფონზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო დაზარალდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

"დღეს რაც ხდება საქართველოში, აღმაშფოთებელია. ოროსანმა მინისტრმა ააფეთქა პანდემია და ხალხი იხოცება, არაფრისთვის არ მომზადებულან, გადმორიცხული მილიონებიდან 1 თეთრი არ დაახარჯეს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის ოროსანი ტიკარაძის დამსახურება, რომელიც დასვა ბიძინა ივანიშვილმა", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია. 

აქვე - აქციის მონაწილეებს "კომენდანტის საათის'' დროს მოქმედი სპეციალური საშვები არ აქვთ, ამიტომ პოლიციამ მათ მხოლოდ კარავში ყოფნის უფლება მისცა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი