საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, კარტოგრაფების საქმეზე იკითხება

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ დასაკითხად დაიბარა. 

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში 2004-2005 წლებში იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი 2005-2008 წლებში იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ პატიმრობაში დატოვეს

ცნობისთვის, კარტოგრაფები 7 ოქტომბერს დააკავეს. 

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი