კომენდანტის დროს ქუთაისში ერთდროულად 4 ავტომობილი გაძარცვეს

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის დროს ქუთაისში, აბაშის გამზირზე, ერთდროულად 4 ავტომობილი გაძარცვეს - დამნაშავეებმა მინები ჩაამსხვრიეს და ნივთები გაიტაცეს. 

მანქანების მეპატრონეები გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

"ესაა ქოცური 8-წლიანი მმართველობის შედეგი. ახლა მანქანებში ექსპერტიზა ტარდება", - ამბობს ერთერთი მფლობელი. 

"მანქანები კი არა, მალე სახლებში შემოცვივდებიან. მთავრობამ კრიმინალები მოამრავლა", - თქვა ადგილობრივმა.

შსს ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი