თბილსის ზღვის ჰოსპიტალი გამთენიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა. მათ შენობაში იარაღის მუქარით შეაღწიეს, ცეცხლსასროლიდან 3-ჯერ გაისროლეს. ჩაამსხვრიეს შუშები და შენობაში ამ გზით შეაღწიეს. კლინიკაში ამბობენ, რომ დასაზუსტებელია რა თანხა წაიღეს მძარცველებმა. მუშაობას კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
"დაახლოებით, 6-ის ნახევრზე, ორი კაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას, მოახდინეს სამი გასროლა, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემოაღწიეს შენობაში და წაიღეს თანხდა. კლინიკა სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, ჩვენს პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ", - თქვა კლინიკის პიარ-მენეჯრმა, ნინი კილაძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქემთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 179-ე მულით დაიწყო რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.