აჭარის მთავრობის სახლთან საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს – აქცია–პერფორმანსი

გამოქვეყნდა:

ბათუმში აქციის მონაწილეებმა - მას შემდეგ რაც სამართალდამაცვებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტებით პროტესტის მოწყობისთვის ახალგაზრდები დააკავეს - პერფორმანსი გააგრძელეს და ხელისუფლების უზურპაცია დაგმეს.

ახალგზრდული მოძრაობა "ალტერნატივა"-ს წევრებმა ბათუმის მთავრობის სახლის წინ საბჭოთა ჰიმნი ჩართეს და თქვეს რომ საქართველო დაბრუნდა საბჭოთა კავშირში: "თორნიკე რიჟვაძე იქცა საბჭოთა სიმბოლოდ, დააბრუნა საბჭოთა კავშირში აჭარა და თვითონ იქცა ლენინად" – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის დაშლისას, ერთ–ერთ გოგონას პოლიციელის ხელი მოხვდა თავში, რის გამოც სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

"მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ახალგაზრდები ედგნენ სათავეში და საჰერო ბუშტებით შეშინებული მთავრობა და პოლიცია სასაცილოა, დღეს რაც მოხდა ყველაფერი პოლიციის პასუხისმგებლობაა, ისინი ძალადობდნენ", – ამობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვაშალომიძე.

გარდა ამისა, დღეს აჭარის მთავრობის სახლმა, არ მიიღო ქალი, რომელიც 6 თვეა მცირეწლოვანი შვილებისთვის საცხოვრებელი სახლის ქირის გადასახდელად დახმარებას უშედეგოდ ითხოვს.

ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია–პერფორმანი გამართეს და ბუშტები გაუშვეს წარწერით "რიჟვაძე ჩმორია" რასაც 5 ახალგაზრდის დაკავება მოჰყვა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინო, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოც კაციანი ბანდა უწოდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი