ბათუმში ბუშტების გაშვებისთვის აქტივისტები დააკავეს – ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან

გამოქვეყნდა:

ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია–პერფორმანი გამართეს და ბუშტები გაუშვეს, რასაც 5 ახალგაზრდის დაკავება მოჰყვა. 

"დღეს ახალგაზრდებმა ერთგვარი აქცია–პერფორმანსი დაგეგმეს და მთავრობის თავმჯდომარის ფანჯრებთან ბუშტები გაუშვეს, რასაც პოლიციის გაღიზიანება მოჰყვა, ხელითაც შეეხენ და გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, პოლიციას არ ესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას" – ამბობს აქციის მონაწილე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რიჟვაძეს ბუშტო-ფობია აქვს, რადგან კობა ხაბაზის თქმით, დაკავებები  სწორედ,  ბუშტების გაშვებას მოჰყვა, წარწერებით – "რიჟვაძე არის ჩმორი" მისი ინოფრმაციითჯერ–ჯერობით სამი ადამიანია დაკავებული, ახალგაზრდული მოძრაობა ტალღას დამფუძნებელი ლაშა კომახიძე, ასევე გიგა და ირაკლი თევდორაძეები. 

აქციის პარალელურად თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომას მართავდა, რომელიც საყვირების ხმის ფონზე გაიმართა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინო, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოც კაციანი ბანდა უწოდა. 

აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ბათუმშია პროტესტი ყოველდღიურად იმართება, მოქალაქეები ამბობენ, რომ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი