გაზის გაძვირების შემდეგ ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში უკვე ელექტრო ენერგიის საფასური მოიმატებს, რადგან არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ლარის გაუფასურებას ვერც დენის ენერგოკომპანიები გაუძლებენ.

"წარმოუდგენელია იყო აქამდე რომ არ გაძვირდა და ამ რყევებს გაუძლო და ალბათ უახლოეს მომავალში იგივე გველოდება დენთან დაკავშირებითაც" ამბობს დისტრუბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ივა ჭყონია.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის გადასახადის მატება ავტომატურ რეჟიმში, საყოფაცხოვრებო პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს

შეიძლება საუბრობენ რომ მარტო კომპანიებს გაუძვირებენ, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერზე აისახება ფასები იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაშ გვაქვს ინფლაცია და პროდუქტებზე ფასები ძვირდება - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი

ამ ხელისუფლების ხელში გველის კატასტროფულ ეკონომიკური მდგომარეობა. უკვე გვაქვს საკმაოდ მძიმე. 8 წელია გვაქვს ძალაიან ცუდ ეკონომიკური მდგომარეობა - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

"თბილისი ენერჯი" ბუნებრივი აირის გადასახადს კომპანიებისთვის აძვირებს და 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, პურის საწარმოების გარდა, ერთ კუბურ მეტრზე 1 ლარისა და 10 თეთრის გადახდა მოუწევთ. გაძვირების მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი