ჩოხატაურის მერს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ტატო ვასაძე ირწმუნება, რომ მერმა მას აგინა, სცემა და დაემუქრა. მერი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს კი უარყოფს.
მე მითხრა, უნდა გაგაფარჩაკო ბოლომდეო, შემაგინა დედა, ჩემგანაც მიიღო იგივე, მერე კი მომიბრუნდა, გამარტყა ხელი, მაგინა, შეეხო ჩემთვის ყველაზე წიმდას, დედას. მე როცა ვუთხარი, რანაირად იქცევი, გამგებელი ხარ თუ ძველი ბიჭი მეთქი, დამემუქრა, გამარტყა და ისევ მაგინა, - ამბობს ტატო ვასაძე.
მე შევესწარი და მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან არ გადადიოდა გზიდან, მე ჩემს მანქანას ვერ გავფხაჭნიო, არ მაინტერესებს, ვინ სად ჩარჩაო... არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ გვქონია, - ამბობს ჩოხატაურის მერი.
ჩოხატაურის მერი აცხადებს, რომ რამე სერიოზული რომ მომხდარიყო, ფაქტიდან რვა დღის შემდეგ ან თვითონ განაცხადებდა, ან ტატო ვასაძე, რომელიც ყოფილი პოლიციელია.