ამ საქმის გამოძიება შეიძლება ამ ადამიანების წინასწარი დაკავების გარეშე - გელა ბეჟუაშვილი კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. 

ბეჟუაშვილი ამბობს, რომ გამოძიება მისი მინისტრობისა და უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდით დაინტერესდა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროფესიონალზმსა და პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება: 

წინასაარჩევნოდ საზღვრის დელიმიტაციის თემის ასე პოლიტიზება მიუღებელია, სენსიტიურია და სტრატეგიულად მიუღებელი. ჩემი აზრით, გადაჭარბებულია ინტერესი, დაკავების გარეშე შეიძლებოდა ჭეშმარიტების დადგენა - ამბობს ბეჟუაშვილი

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახით იყო დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში 2004-2005 წლებში იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი 2005-2008 წლებში იკავებდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ნოემბერს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ პატიმრობაში დატოვეს.

კარტოგრაფები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი