ბაღდათში, კომენდანტის საათის დროს მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

ბაღდათში, კომენდანტის საათის დროს მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს. 80 წლის მამაკაცს და მის მეუღლეს სახლში შეიარაღებული პირები შეუცვივდნენ.

რამდენიმე ნიღბიანი თანხას ითხოვდა, თუმცა იმის გამო, რომ მოხუცებს ფული არ ჰქონდათ, ისინი გაკოჭეს და აწამეს. 

თავდამსხმელებმა მხოლოდ მიზერული თანხის წაღება მოახერხეს. ნაცემი მოხუცები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი