ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან პატრული ჩააყენეს - ქვეყნის კრიმინალური ქრონიკა 

გამოქვეყნდა:

2 შეიარაღებული პირი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამთენიისას შეიჭრა. მძიმე პაციენტებით დატვირთულ კლინიკაში მძარცველები ფულს ითხოვდნენ, დაცვის წინააღმდეგობის პასუხად კი ცეცხლი გახსნეს და გაურკვეველი მიმართულებით ისროდნენ, დაზიანდა კლინიკის ინვენტარი, შემთხვევით გადარჩნენ პაციენტები, მძარცველებმა კი კლინიკიდან 3500 ლარი წაიღეს. ე.წ. სამედიცინო კრიმინალის ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ბოლო დროს ფინანსური ორგანიზაციების დაყაჩაღების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, დამნაშავეებს რომ ვერ აკავებენ, უსაფრთხოების ზომები გაემკაცრებინათ. ბანკებისა და მიკროსაფინანსოორგანიზაციების ოფისებთან რამდენიმე დღეა საკუთარი მანქანებით ქვეითი პატრულები დგანან, იმის შიშით რომ კიდევ რომელიმე მძარცველს არ გაუჩნდეს სურვილი ბანკში მძევლები აიყვანოს და დიდი ფული მოითხოვოს.

ქუთაისის ერთერთ უბანში გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, ავტომანქანები გაძარცვეს, ჩამტვრეულია მინები და მანქანის სარკეები. დამნაშავე არც ამ შემთხვევაში ჩანს. კრიმინალური პოლიცია ჯერ მომხდარის ზედაპირული შესწავლით არის დაკავებული. 

მკაცრი შეზღუდვების და საკომენდანტო საათის მიუხედავად კრიმინალური შემთხვევები მხოლოდ იზრდება. უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა კი ოჯახების სარჩენად რადიკალური გზა აირჩიეს- ციხე შიმშილის სანაცვლოდ.       

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი