მოსამართლემ დემონსტრაციულად ამოარჩია 1-2 ადამიანი და ბრალდებულებს ჰკითხა, იცნობდნენ თუ არ მათ - კარტოგრაფების სასამართლოს დეტალები 

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

"ღამის მთავარში" საუბრისას მარიკაშვილი სასამართლო პროცესის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მოსამართლემ იმ სიიდან, რომელიც ივერი მელაშვლისა და ნატალია ილიჩოვას სასარგებლოდ წარადგინეს და 214 ადამიანი მათ თავდებში ჩაუდგა, მოსამართლემ სიმბოლურად რამდენიმე გვარი აარჩია და ბრალდებულებს ჰკითხა- იცნობდნენ თუ არა.

საინტერესო იყო მოსამართლის ქცევა, რომელმაც პროცესის ბოლოს დემონსტრაციულად ამოარჩია 1-2 ადამიანი და ბრალდებულებს ჰკითხა, იცნობდნენ თუ არ მათ ... რა თქმა უნდა ბრალდებულები 200 ადამიანს სათითაოდ არ იცნობდნენ, თუმცა მოსამართლემ ძალიან კარგად იცოდა, რომ თავდებების ცნობის საჭროება არ არსებობდა...პირიქით არის, როდესაც იცნობ ადამიანს და ნათესავი ხარ, მოსამართლემ უფრო არ უნდა გაიზიაროს იმიტომ, რომ სანდოობას აკნინებს. ეს დემონსტრაციული ჟესტი სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ მიანიშნებდმა, რომ წინასწარ ჰქოდა გააზრებული, რომ ერ გაბედავდა ბრალდებულების სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას" ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

​შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 214 ადამიანის აზრი, რომლებიც დაკავებულ მეცნიერებს გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებში უდგებოდნენ.

გარდა ამისა, არ გაიზიარა ალეტრნატიული ექსპერტიზის დასკვნა სადაო რუკასთან დაკავშირებით და მიზეზად ის დაასახელა, რომ გეოლოგი გიგი უგულავას ძმაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი