საქართველოში დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულებისას აჭარბებს

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 2 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 121 621 გახდა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 4 033 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი - ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც აღემატება ინფიცირებულებისას. 

ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 143 376 
  • გამოჯანმრთელებულია - 121 621 
  • გარდაცვლილია - 1 342 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 980
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 798
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 397
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 44 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი