ტიკარაძეს "მთავარის" შეკითხვამდე ეგონა, რომ ქვეყანაში 6 116 საწოლია თავისუფალი - აღმოჩნდა 611

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე ჯერ თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით 6 116 საწოლია თავისუფალი. მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად რეალური იყო ეს რიცხვი, აღმოჩნდა, რომ თავისუფალი საწოლების რაოდენობა 611-ია.

"6 116 საწოლია ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალი. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე, დამატებითი მობილიზაციის. უკაცრავად, საწოლების რაოდენობა 611-ია [ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ რაოდენობის შეცდომით დასახელებასთან დაკავშირებით]", - თქვა ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასობით იზრდება - ბოლო 24 საათში ვირუსი 4 033 ადამიანს დაუდასტურდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი