ხაშურში მოქალაქეს პოლიციელებმა სცემეს, რადგან პირბადე არ ეკეთა - შსს ფაქტს არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ძალადობა ხაშურის ცენტრში - მოქალაქე სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.  

დავით კილაძე ამბობს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას არ ეკეთა პირბადე, რა დროსაც მასთან პოლიციის ეკიპაჟი მივიდა - მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. კილაძის თქმით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ერთერთი განყოფილების მეთაური, გიორგი ბორცვაძე, რომელიც მისი ცემის ბრძანებას გასცემდა.

მოგვიანებით კაცი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და, მისი თქმით,  24 საათის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ამყოფეს. 

"ზებრა გადასასვლელზე ვიყავი, როდესაც პატრულის თანამშრომელმა ჩამიარა და დამიძახა ე, ბიჭო, გადმოდი, პირბადე რატომ არ გიკეთია. ბორცვაძე გახდა აგრესიული, ჩუმად მაგინებდა კიდეც", - ამბობს კილაძე.

დავით კილაძე დისტანციურ რეჟიმში უკვე გამოკითხეს; შსს კი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი