თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ დეკემებრს მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარე 100-მდე საქმის განხილვა გადადო. სასამართლოში ამბობენ, რომ გადადებული საქმეების რაოდენობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ის სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებს ეხება.
"საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", - აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლოში ამბობენ, რომ ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომების გადადება აცულებელი იყო, რათა სასამართლომ გამართული მუშაობა შეძლოს.