თეკლა თორდიას ოჯახი სასწრაფოს 5 დღე ელოდებოდა

გამოქვეყნდა:

19 წლის თეკლა თორდიას მამა პირდაპირ ამბობს რომ მისის შვილის დაღუპვის ერთადერთი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა. 

5 დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირებული გოგონას ოჯახი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ელოდებოდა, შაქრიანი დიაბეტით კოვიდინფიცირებული პაციენტი კი ყოველდღიურად მძიმდებოდა. მოგვიანებით, გოგონას სუნთქვის მძიმე პრობლემა შეექმნა, ვერც ერთ კლინიკაში მძიმე პაციენტისთვის ადგილი ვერ მოინახა. თეკლა თორდია კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმის მოკვლევა დღეს დაიწყო. მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი მთელი სისტემაა. ტიკარაძემ პირობა დადო, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კონკრეტული ექიმის პასუხისმგებლობა დადგება, თუმცა არ უხსენებია, რომ ამ შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობის მიზეზი ერთი ექიმი კი არა, ჩამოშლილი ჯანდაცვაა.

ჯანდაცვის სექტორის კრახის გამართლებას დღეს ამირან გამყრელიძე შეეცადა. გამყრელიძე ამბობს, რომ ათასობით კოვიდ დადასტურებული შემთხვევების ფონზე, სისტემის მთლიანად ჩამოშლის შიში ჰქონდა, თუმცა მისივე აზრით, კრიზისის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი აკრიტიკებს ყველას, ვისაც ამ კრიზისის გამო პრეტენზია აქვს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს რომ ქართულ ჯანდაცვაში ნაცნობობა და გავლენებით მკურნალობა გასაკვირი არ უნდა იყოს. 

კორონავირუსმა ქვეყანაში უკვე 1342 ადამიანი იმსხვერპლა, პაციენტები ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული სამედიცინო დახმარების და კლინიკებში თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო იღუპებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი