სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ გეგმებს მიყვება - იურისტები გადადებულ პროცესებზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭოს მოქმედი და ყოფილი არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნილი 4 პროცესი ხელისუფლების დაკვეთის გამო ჯერ ჩაინიშნა, შემდეგ კი გადაიდო. საქმე ეხება ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულს საქმეებს.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაც პანდემია დაიწყო რეკომენდაციები მიიღო არაერთხელ, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები და კარგად ჩანს, რომ სასამართლო ხელისუფლება პირდაპირაა თანხვედრაში იმ პოლიტიკური გეგმებთან, რასაც ხელისუფლება ახორციელებს", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს და პროცესებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა ნიშნავდეს. 

იგივე აზრს იზიარებს ანა დოლიძე და ამბობს, რომ სასამართლო განხილვების კალენდარი პირდაპირ აღასრულებს პოლიტიკურ დღისწესრიგს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი