ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 387 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 147 636
  • გამოჯანმრთელებულია - 124 568
  • გარდაცვლილია - 1 387
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 980
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 798
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 397
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 44 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი