კლინიკამდე ოჯახს გადაჰყავდა, სასწრაფო გზაში დაეწია - ჯანდაცვის კოლაფსის მორიგი, 24 წლის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობას, 19 წლის თეკლა თორდიას შემდეგ, 24 წლის ნინო გულიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა. 

ოჯახის ვარაუდით, მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეყვანილი ნინო გულიკაშვილი COVID19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. ცნობილი ხდება, რომ ვირუსს მედიკოსები მხოლოდ დამამშვიდებელი პრეპარატებით ებრძოდნენ, გოგონა კი ოჯახის წევრებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც შველას ითხოვდა. 

თავდაპირველად ნინო ოჯახს აიმედებდა, რომ უკეთ იყო, მაგრამ გარდაცვალებამდე ერთი დღიოთ ადრე უკვე წერდა, რომ წყალსაც არ აძლევდნენ. 

ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ და ამბობენ, რომ ნინო მოკლეს. ოჯახის წევრებმა მცხეთის კლინიკაში ავადმყოფი თავად გადაიყვანეს, გამოძახებული სასწრაფო კი გზაში დაეწიათ. 

ჩვენ თვითონ წავიყვანეთ, თემქაზე დაგვეწია სასწრაფო, მერე სასწრაფოთი გადაიყვანეს, დილაზე დაგირეკავო და ვეღარ დამირეკა, აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო... იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს, - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

ოჯახის ვარაუდით, არასათანადო პრეპარატების გამოყენებამ ნინო გულიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და მას ფილტვები გაეთიშა. კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონას შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა, რაც თავადაც არ იცოდა, ამ დაავადებას კი, ექიმის თქმით, მსგავსი გართულებები ახასიათებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი