ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტი ეფექტური სიმპტომების შემთხვევაშია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტესტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყოს პლეკვარიფიცირებული.
"წინასწარ ისიც ვიცით რა მახასიათებლები აქვს ტესტს, სწორედ ამიტომ ტესტი ყველაზე მგრნობიარე და სარწმუნო არის სიმპტომიან პირებში. როდესაც ადამიანს სიმპტომი არ აქვს და ინტერესისთვის მხოლოდ, სწრაფი ანტიგენ ტესტის ჩატარება, რა თქმა უნდა, არ არის ინფორმატიული და ამას არცერთ შემთხვევაში არ ვურჩევთ", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ანტიგენის ტესტი ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება და მთავარი აქცენტი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი. მისი განცხადებით, ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პლეკვარიფიცირებული 2 სწრაფი ტესტიდან ერთ-ერთი გამოიყენება და მისი სარწმუნოობა მაღალია.