ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანას ერთი ჰოსპიტალური შემთხვევის მართვა საშუალოდ 2 000 ლარი უჯდება. ამ თემაზე კითხვას მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.
"ერთი შემთხვევის მართვა და ამაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას და არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ ეს არის 2 000 ლარია, მაგრამ ეს ძალიან უხეში გათვლაა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 000 ლარი და მეტიც და რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ, შეფასებითვის ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ეს არ ითვალისიწნებს იმ ინვესტიციებს, რაც გაწეულია მაგალითად ჟანგბადით უზრუნველყოფისთვს, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის, პერსონალის ტრენინგისთვის თუ სხვა.