ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქეყანაში 538 თავისუფალი საწოლია და მძიმე პაციენტების კლინიკაში მოხვედირს პრობლემა არ არის. ამ თემაზე კითხვას მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.
"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 7 103 საწოლი, აქედან დატვირთულია 6 329, დილის 9 საათის მდგომარეობით იყო ასე, აქედან ტრიაჟის - შეფასების პროცესში არის 255 პაციენტი, ინტდნსიურ საწოლზე არის 1 243, ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378-ს. ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ყველაზე მეტად თბილისის საწოლფონდია დატვირთული, თუმცა მძიმე პაციენტის კლინიკაში მოხვედრის პრობლემა არაა.