ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც აქტივისტები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ, ავტომატით შეიარაღებული პოლიციელი გამოჩნდა.
შეკითხვაზე, რატომ გადაადგილდება ავტომატით შეიარაღებული პოლიციელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს, სამართალდამცველები ვერ პასუხობენ და კითხვის ავტორებს პრესცენტრთან ამისამართებენ.