"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში კლინიკა "მედინაში" კოვიდ ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკი ქალმა საკეისრო კვეთა გაიკეთა, ახალშობილი ჯანმრთელია, თუმცა დედას კოვიდ-19 დაუდასტურდა და კლინიკაში მე-13 დღეს გარდაიცვალა.
"მედინას" კლინიკის მენეჯერმა "მთვარს" უთხრა, რომ ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა, რომელიც ამჟამად ოპერაციაზეა შესული.
ავტორი: თეა ვაშალომიძე