საფრთხე ექმნება შშმ პირთა სიცოცხლეს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სტანდარტებს - NGO-ები გახარიას

გამოქვეყნდა:

შშმ პირთა უფლებადამცველი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზციები, პრემიერმინისტრს მიმართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებული საფრთხეებისა აღმოსაფხვრელად და მათი სიცოცხლის დასაცავად პანდეემის პირობებში. 

"პანდემიით გამოწვეულმა შედეგებმა დაგვანახა, რომ კოვიდ-19 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აღარ არის მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი, არამედ საფრთხე ექმნება შშმ პირთა და მათი ოჯახების სიცოცხლის, ინფორმაციაზე მისაწვდომობის, ეკონომიკური მდგომარეობის და სხვა უფლებებს." - ნათქვამია მიმართვაში. 

აქვე, მიმართვის ავტორები წერენ, რომ WHO-ს რეკომენდაციის თანახმად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის საკვბეზე და ჯადცავაზე, ასევე ადაპტირებულ ინფორმაციაზე, იმისთვის, რომ შშმ პირთა სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. 

"გვინდა გაცნობოთ, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ბენეფიციართა უმეტესობა სერვისის მიღმა დარჩა და კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა ზემოთ დასახელებული საჭიროებები. არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულ, "სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარული სიტუაციები"-ს მართვის სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხები მომდევნო თვენახევრის განმავლობაში, ახალი შეზღუდვებისა და შშმ პირთა მკაცრი სოციალური იზოლაციის პირობებში კრიტიკულად საყურადღებოა."

მიმართვას ხელს აწერს 10  არასამთავრობო ორგანიზაცია. 
შეგახსენებთ, დღეს მსოფლიო  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი