სამეგრელოში, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა ავარიაში მოყვა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, სასწრაფოს მანქანა, რომელსც ავარიაში მოყოლილი პაციენტი გადაჰყვდა თავადაც ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებულები ქუთაისისა და ზუგდიდის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი