პატიმარი ამბობს, რომ კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს რაც შიმშილისგან გონება დაკარგა

გამოქვეყნდა:

კოვიდპანდემიის ფონზე უყურადღებობაში ადანაშაულებს პენიტენციურ დაწესებულებას პატიმარი. გიორგი მუსაშვილი, რომელიც სასჯელს გლდანის ციხეში იხდის, "მთავარ არხს'' უყვება, რომ კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს რაც შიმშილობის გამო მეხუთე დღეს, გონება დაკარგა.

"24 დაავადება, ვშიმშილობდი, მშრალზე ვიყავი, მერვე დაწესებულებაში არანაირი წამალი არაა აბსოლუტურად, არაადამიანი მოპყრობაა და წამებაა, რომ ამდენი ტკივილის ატანა მიწევს, რეაგირება 0. ციხეზე არის საშინელება, ორი კვირაა აქ ვარ და ექიმი ვინ მყავს არ ვიცი", - ამბობს გიორგი მუსაშვილი.

პროტესტის ამ უკდირეს ზომას პატიმარმა უყურადღებობის გამო მიმართა. იგი მე-8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი