ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 4 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 425 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 152 704
  • გამოჯანმრთელებულია - 126 904
  • გარდაცვლილია - 1 425
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 241
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 899
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 671
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 41 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი