მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 65 მილიონს გადააჭარბა. 4 დეკემბრის მონაცემებით, ვირუსს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა თითქმის 42 მილიონი. 

ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14 მილიონს გასცდა. 

ხუთეული კი გამოიყურება ასე: 

  • აშშ - 14 მილიომი

  • ინდოეთი - 9 მილიონი

  • ბრაზილია - 6 მილიონი

  • რუსეთი - 2 მილიონი 

  • საფრანგეთი - 2 მილიონი

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდუად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 152 704 გახდა. 

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი