აშშ-ს ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის უკანონოდ დაუფლებისთვის 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებაში წერა, რომ 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ. ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხას უკანონოდ ითხოვდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს", - ნათქვამაი განცხადებაში 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი