482 გატესტილი მოქალაქიდან 87 კოვიდინფიცირებულია - ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

გამოქვეყნდა:

გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 482 გატესტილი მოქალაქისგან, COVID-19 87-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ "აფსნიპრესი" იტყობინება. 

სტაციონარულ მკურნალობას გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 102 ადამიანი გადის, მათგან 89 კოვიდინფიცირებულია. 

მძიმეა 20 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო 33 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ასეთი მხოლოდ ორი შემთხვევა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი