საქართველოში კორონავირუსისგან 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ღევანდელი, 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ  2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 129 210 გახდა.

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 37 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Stopcvo.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 158 154 
  • გამოჯანმრთელებულია - 129 210 
  • გარდაცვლილია - 1 462 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 325
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 4 067
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 671
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 45 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი