ქვეყნის ერთ-ერთი ეპიდკერა იმერეთია, რეგიონის მასშტაბით - გასული 24 საათის განმავლობაში - 931 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამასთან, 2 დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა საჩხერის საავადმყოფოში, ქუთაისში კი - 1. ამ ფონზე თავისუფალი საწოლების რაოდენობა თითქმის ამოწურულია.
"კლინიკაში 83 ინფიცირებული პაციენტი მკურანლობს. აქედან 4 მართვით სუნთქვაზეა. ჯერჯერობით საწოლების რაოდენობა ამოწურულია", - ამბობს ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანიის" სამედიცინო დირექტორი, ნოდარ მაღლაფერიძე.
თავის მხრივ, სააზოგადოებისთვის საწოლების დეფიციტის გამო დროული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზება ისევ პრობლემად რჩება.
"1 კვირაა სიცხე მაქვს. უწყებები ერთმანეთთან გვამისამართებენ. ველოდებით ოჯახის ექიმის დაკავშირებას, მაგრამ არავინ გვირეკავს", - ამბობს ერთერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის გარდა, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყნის მასშტაბითაც მძიმეა: