თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე პატრული ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეს "წითელზე" გადასვლის დროს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

პროკურატურის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა", - წერია უწყების განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე კი პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

მთავარი ფოტო: Facebook გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი