არასრულწლოვან ბავშვებზე მოძალადე მამა, შვილებსა და მათ მეგობრებს სოციალურ ქსელში სექსუალური შინაარსის ხმოვან წერილებს უგზავნის.
მოძალადე კაცი ბავშვებს ფოტოებისა და ვიდეობის გადაღებას სთხოვდა, შემდეგ სოციალურ ქსელში აგზავნინებდა და აარქივებდა. სავარაუდოდ, ფოტო-ვიდეო მასალას პედოფილი კაცი ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დასაშანტაჟებლად ინახავდა.
თვეების განმავლობაში 40 წლის კაცი ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. კაცი შვილის მეგობრებს ჯერ სოციალური ქსელით უმეგობრდებოდა, შემდეგ კი, შვილებთან ერთად სახლში ღამით იტოვებდა. ერთერთი ბავშვის დედას არასრულწლოვნების მეგობრების მამის სახლში ხშირი სტუმრობა საეჭვოდ მოეჩვენა და დეტალების გარკვევა დაიწყო.
ქალი იხსენებს, რომ ბავშვები მოძალადე კაცმა ერთხელ თბილისის ზღვაზე წაიყვანა. არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში სწორედ, მაშინ შენიშნეს. ქალი ყვება, რომ მოძალადე კაცი შვილებს ბავშვების სახლში მიტყუებისთვის იყენებდა - ამავდროულად შეფარულად კარგი მამის როლს თამაშობდა.
მოძალადე კაცთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლეს "მთავარი არხი" ესაუბრა და ამბობს, რომ ყოფილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია და ამის გამო ცოტა ხნის წინ დაშორდა. შვილებს მამასთან შაბათ-კვირას უშვებდა, თუმცა, არც კი, წარმოედგინა, რომ ბავშევბსა და მათ მეგობრებზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადებდა.
ბავშვთა უფლებადამცველები ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრობენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები ამბობენ, საქართველოში ბავშვებზე ძალადობის საქმეები ხშირად გამოუძიებელი რჩება.
ძალადობის მსხვერპლი ბავშებისთვის ოჯახის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აუცილებელია განათლების სამინისტრომ მეტი ყურადღება დაუთმოს არასრულწლოვნებთან ძალადობის ფაქტებზე საუბარს, რომ იცოდნენ, როგორ მოიქცნენ, როცა ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლი ხდებიან.
ბავშვებზე მოძალადე კაცი დააკავეს და ბრალი უკვე წარუდგინეს. გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ 40 წლის კაცმა 4 თვის განმავლობაში 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ასევე, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე. მოძალადეს ახლა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.