ნინო გულიკაშვილის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალი მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემის, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. ნინოს სიკვდილის მიზეზად კოვიდის თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა და დიაბეტი დაუდგინეს. გოგო, რომელსაც დიაბეტი მანამდე არასოდეს აწუხებდა, დღეს, 5 ნოემბერს, დაკრძალეს.
31 წლის რუსუდან კოკობინაძეც დღეს დაკრძალეს. ორსული ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ექიმის დახმარების მიღებას. რუსუდანი ოჯახს საკუთარ მდგომარეობაზე კლინიკიდან წერდა. ურთულეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, რომელიც საკეისროს შემდეგ კორონავირუსით ინფექციის გამო კიდევ უფრო დამძიმდა ბათუმის სამშობიარო სახლში დახმარებას ვერ იღებდა.
19 წლის თეკლა თორდიასთვის კოორნავირუსი შესალოა ერთი ჩვეულებრივი ვირუსი ყოფილიყო, დროული დახმარება, რომ აღმოეჩინათ. COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახი 5 დღის განმავლობაში ცდილობდა სასწრაფოსთან დაკავშირებას, გოგონას ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდებოა. კლინიკებში თავისუფალი ადგილების არქონის გამო უმძიმესი პაციენტი მხოლოდ სასტუმროში გადაიყვანეს და ისიც დაგვიანებით. გარდაცვლილის მამა იხსენებს, რომ თავად პაციენტი ცდილობდა ოჯახის ექიმთან დაკავშირებას, მაგრამ მედიკოსმა კრიტიკულ ავადმყოფს მოცდა ურჩია, დაკარგული დრო კი, ახალგაზრდა გოგოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
მომაკვდავი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მხოლოდ მაშინ ჩნდება თუ გავლენიანი ნაცნობი ჰყავთ. თორდიების ოჯახში კი ასეთი არავინ აღმოჩნდა, რის გამოც 19 წლის გოგოს სიცოცხლე დასრულდა.
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებულ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი პასუხისმგებელი უწყებაა. ამ უწყების პირველი პირის კომპეტენციას კი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შემდეგ უკვე ეჭვ ქვეშ, სამინისტროს საიტზე დადებული ინფორმაციაც აყენებს. ეკატერინე ტიკარაძის ბიოგრაფიაში განათლების ეპიზოდმა ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა.
ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ მინისტრი 2016 წლიდან დღემდე ავსტრიაში უმაღლეს განათლებას გადის, თუმცა მითითებული ფაკულტეტი სასწავლებლის საიტზე მხოლოდ სამ სემესტრიანია. გარდა ამისა საეჭვოა მისის სამუშაო გამოცდილებაც. მაშინ, როცა საჩხერეში სტომატოლოგიურ კლინიკას და სავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, პარალელურად უწერია, რომ შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტი იყო.
მაგრამ მისის კომპეტენციის მედიკოსისთვის, რომელსაც განათლება მცირევადიანი კურსებით აქვს მიღებული, შვეიცარიაში წამყვანი სამედიცინო სექტორის კონსულტანტობა მხოლოდ მისი სურვილი შეიძლება ყოფილიყო. სასწვალებელი, რომლის დასრულებაც მითთებული აქვს, მხოლდო მოხუცებისა და ბავშვების მომვლელებს ამზადებს.
ქართველი ემიგრანტები, რომელბიც გერმანიის პატარა ქალაქ რეგენზბურგში ეკატერინე ტიკარაძესა და მის დეიდასთან ახლოს ცხოვრობდნენ, კამერის მიღმა ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალმა ევროპაში ვიზის გაგრძელების მოტივით რამდენჯერმე სხვადასხვა მოკლევადიან კურსებზე შეიტანა საბუთები, თუმცა საბოლოოდ, არაფერი დაუსრულებია. იმის გამო, რომ გერმანიაში საქართველოს საკლეჩოდან პრობლემები არ შეექმნათ, კამერასთან ღიად არ საუბრობენ, თუმცა გამოდის რომ ტიკარაძემ მისი განათლების ამბავი ყველას მოატყუა, მინისტრის ტყუილი კი პირველი - ოლიგარქმა ივანიშვილმა დაიჯერა და საჩხერის სტომატოლოგიურიდან ტიკარაძე მინისტრის სკამზე გაამწესა.
დღეს სწორედ მინისტრი ტიკარაძეა პასუხიმგებელი ჯანდაცვის სექტორის მენეჯმენტზე, თუმცა, კორონავირუსის პანდემიასთან მისი კომპეტენცია იმდენად უძლური აღმოცნდა, რომ ჯანდაცის ყველა რგოლი ჩამოშლილია, პაციენტები დაგვიანებული მკურნალობის გამო იხოცებიან. ქვეყანაში 1462 ადამიანი გარდაიცვალა კორონა ვირუსით.