კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოქვეყნდა:

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ მისი ძმა, იმერი კავსაძე საუბრობს. 

მისი თქმით, მსახიობი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, ამ ეტაპზე ექიმები კლინიკიდან კახი კავსაძის გამოწერას არ აპირებენ.

კომუნიკაცია გვაქვს ლევან რატიანთან. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე, მთავარია, უკეთესი მდგომარეობაა, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე, - ამბობს იმერი კავსაძე.

შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ლევან რატიანის თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი