ოთხი გადაცმული, შეიარაღებული პირი, ზოვრეთში, ერთერთ ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ერთერთ ოჯახს, სავარაუდოდ, 4 ნიღბიანი და შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. წყარო ამბობს, რომ თავდამსხმელებმა ოჯახის ერთერთი წევრის მიმართულებით ისროლეს, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"4 გადაცმული ადამიანი შევიდა ოჯახში, ბატონი რომ გამოსულა გარეთ შემდეგ შევარდნილან. უთქვამთ საფულე მოგვეციო. ოჯახის ერთერთი წევრი მეზობელთან გაქცეულა, უთქვამს მაყაჩაღებენო და მძარცველებს იარაღი უსვრიათ ბავშვის მიმართულებით, ბავშვი მათ გაჰკიდებია, რომ წადით ჩვენი სახლიდანო და იარაღი მაშინ გაუსროლიათ, საბედნიეროდ არ მოხვედრია. დამნაშავეები გაიქცნენ. ვერ წაიღეს ოქრო -მხოლოდ საფულე წაიღეს. ოჯახში ორი შვილი, დედა და მამა იყვნენ", - ამბობს წყარო. 

"მთავარი" მომხდარის შესახებ დამატებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობდა, პრესცენტრში კი გვეუბნებოდნენ, რომ დეტალებს არკვევდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ. შსს-სგან მიღებულ ინფორმაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამატებით მოგაწვდით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი