საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 162 475 
  • გამოჯანმრთელებულია - 133 511 
  • გარდაცვლილია - 1 504 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 282
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 4 067
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 897
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 46 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი