პანკისის ხეობაში დაპირისპირებული გვარების საქმეზე განაჩენი თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. თავის მხრივ, მოსამართლე მამუკა წიკლაური დოკუმენტში გამოძიების მნიშვნელოვან ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს და პროკურატურას საქმის არაკვალიფიციურად გამოძიებაზე მიუთითებს.
ამ საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო 25 იანვრიდან დაიწყებს. მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მუთოშვილის მკვლელობის გამო, მხოლოდ ორ პირი დააკავეს და მათ არასათანადო სასჯელი მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, 36 წლის, ხუთი შვილის მამა ვისო მუთოშვილი 2019 წლის ნოემბერში მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მუთოშვილი მოკლეს, სამი ადამიანი კი დაჭრეს.
ერთერთი ვერსიით, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირიპირება ჰესების გამო დაიწყო. ამჯერად არცერთი გვარის წარმომადგენლები მედიასთან ერთმანეთს არ ადანაშაულებენ და ამობენ, რომ შერიგებულები არიან.